სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კაპიტალური გზა იგება დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ყაზბეგის უბანი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგენს და რამდენიმე დასახლებას აკავშირებს ერთმანეთთან. სამუშაოების მიმდინარეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.