თიანეთის მუნიციპალიტეტში, გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
პროექტის ფარგლებში ასფალტი 4 კმ-ზე დაიგება. დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და მილების მოწყობა. ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების შემდეგ, საგზაო ნიშნები განთავსდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, მისი ღირებულება კი მილიონ 800 ათას ლარამდეა.