30 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - რას ედავებიან ბრალდებულებს

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხივე პირს, მოსამართლემ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთაგან ერთს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას სხდომაზე ბრალდებულების პროტესტი მოყვა, მათ პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, რის გამოც ორ მათგანს სხდომა იძულებით დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული მამაკაცი მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. მას შემდეგ კი რაც ნაცემმა მამაკაცმა პოლიციაში დარეკვა სცადა, მეუღლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილის მეუღლემ მკვლელობა თავდაპირველად თავად დაიბრალა, ამჟამად მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

 

დღის ამბები