18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 12 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.  

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, ბიწმენდი, საგურამო, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, კობიაანთკარის, ფარნავაზის, მწითურის და მიმდებარე სოფლებში; 13:35-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის რაიონის სოფლებში მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ნაოზა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები