29 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
Deutsche Welle: გერმანიის პარლამენტში გენდერული იდენტობის კანონი მიიღეს

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ამსუბუქებს პროცესს ტრანსგენდერების, ინტერსექსუალებისა და არაბინარული ადამიანებისთვის სახელისა და გენდერული იდენტობის შესაცვლელად.

როგორც Deutsche Welle იტყობინება, ამ დრომდე, გენდერის შეცვლისთვის ორი ფსიქიატრის ექსპერტული შეფასება და სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო.

კანონი, საბოლოოდ მიიღეს 374 ხმით 251-ის წინააღმდეგ.

ბუნდესტაგის დებატები კამათისა და, რიგ შემთხვევაში, ემოციების ფონზე მიმდინარეობდა.

"როგორც ტრანსი ადამიანები, განვიცდით, რომ ჩვენი ღირსება მოლაპარაკების საგანია“, - განუცხადა პარლამენტს მწვანეთა კანონმდებელმა ნაიკ სლავიკმა, რომელიც თავად ტრანსგენდერი ქალია და სქესი ოფიციალურად შეცვალა.

"40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში "ტრანსსექსუალურმა კანონმა“ ბევრი ტანჯვა გამოიწვია... და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს სურთ, იყვნენ ისეთი როგორებიც არიან“, - განუცხადა სვენ ლემანმა, მთავრობის LGBTQ+ კომისარმა დეპუტატებს - "და დღეს ჩვენ საბოლოოდ ვასრულებთ ამას."

ახალი კანონის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებას მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი შეძლებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან მას კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა დასჭირდება.

დღის ამბები