18 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
5 წელი ნოტრ-დამის ხანძრიდან - ტაძრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დამანგრეველი ხანძრიდან 5 წელი გავიდა.

ნოტრ-დამის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რადგან, მომავალი ოლიმპიური თამაშების გამო, მთელი მსოფლიოს მზერა პარიზისკენ არის მიმართული.

ცნობისთვის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წლის 15 აპრილს გაჩნდა. ხანძარმა მალევე შთანთქა ტაძრის გუმბათი და თითქმის გაანადგურა მთავარი სამრეკლო. ტელემაყურებლები, მთელ მსოფლიოში, პირდაპირ ეთერში უყურებდნენ შუა საუკუნეების შენობის დაწვის კადრებს.

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელსაც 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება, სურს, ტაძრის რეაბილიტაციამ საზოგადოებაში დადებითი ემოცია გამოიწვიოს და მისი მთავრობის რეიტინგი გაზარდოს.

დღის ამბები