18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
ყველაფერს გააკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, რომ დესტაბილიზაცია შეიქმნას ქვეყანაში - სულხან მოლაშვილის ძმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას აფასებს სულხან მოლაშვილის ძმა. თორნიკე მოლაშვილი კითხვას სვამს, თუ რის მაგალითს აძლევს ზურაბიშვილი ხალხს.

მისი თქმით, პრეზიდენტმა შესაძლოა, ანალოგიური დანაშაულის გამო, მომავალში ის ადამიანები შეიწყალოს, ვინც შეიძლება, სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს.

თორნიკე მოლაშვილის განცხადებითვე, ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილსაც შეიწყალებს. მისივე თქმით, პრეზიდენტი "ვიღაცების დავალებას" ასრულებს.

"ყველაფერს გააკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, რომ დესტაბილიზაცია შეიქმნას ქვეყანაში. ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, ასე არ შეიძლება. წინასაარჩევნოდ ველოდები, რომ ჯალათ, დიქტატორ, მკვლელ, ყაჩაღ, საქართველოს დამაქცევარ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. თავის თავსაც ვეღარ აკონტროლებს, სხვის დავალებებს ასრულებს. უნდა თითქოს, რომ ხალხს დაამახსოვროს თავი, მაგრამ ამით ქვეყანას ზიანს აყენებს. თავის თავს ვერ აკონტროლებს ეს ქალი აშკარად," - აცხადებს თორნიკე მოლაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღის ამბები