23 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
"ჯორჯიან ეარვეისმა" ჩინეთის ქალაქ სიანსა და თბილისს შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" შანსის პროვინციის ტურიზმის განვითარების ჯგუფთან მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს "ჯორჯიან ეარლაინს გრუპის" პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და შანსის ტურიზმის განვითარების ჯგუფის დირექტორის მოადგილემ ვუ ბინმა.

მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის დედაქალაქ სიანსა და თბილისს შორის რეგულარულ სამგზავრო ავიარეისებს უმოკლეს ვადებში დაიწყებს.

China West Airport Group-თან "ჯორჯიან ეარლაინს გრუპის" პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა ჩინეთის ქალაქ სიანში რეგულარული სატვირთო და სამგზავრო რეისების გახსნის პერსპექტივები განიხილა.

China West Airport Group-მა წარადგინა პრეზენტაცია სიხშირეების ათვისებასთან დაკავშირებით აეროპორტის პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

დღის ამბები