16 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
"ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას" - ჯოზეფ ბორელი ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შესახებ

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას,"-აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელს შეუტია. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, "რკინის გუმბათმა" უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების 99% მოიგერია.

დღის ამბები