17 აგვისტო 2026,   07:14
ვრცლად
"ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს" - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ისრაელზე ირანის თავდასხმა გმობს. ბერბოკის განცხადებით, ფაქტი მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.

"ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ," - წერს ბერბოკი.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელს შეუტია. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, "რკინის გუმბათმა" უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების 99% მოიგერია.

დღის ამბები