პარლამენტი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დილის ათი საათიდან პირველი მოსმენით იმსჯელებს.
მმართველი პარტია კვლავ ამტკიცებს, რომ მათ მიერ მომზადებული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავისი არსით დასავლურია და ყველას მოუწოდებენ პროტესტის გამოხატვამდე დოკუმენტი კარგად წაიკითხონ.
კანონპროექტის დეტალური განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციის ნაწილი. დღეს დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტმა შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.