20 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები "გამჭვირვალობის კანონს" აპროტესტებენ, პოლიციის სპეცრაზმი გამოჩნდა.

სპეცრაზმი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უშუალოდ აქციის მიმდინარეობისას ტრიბუნიდან გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისთვის წრე დაერტყათ. ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.

სწორედ ამ მოწოდების შემდეგ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება.

 

დღის ამბები