30 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა - საია

საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება. მასში ნათქვამია, რომ საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები.

"ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები.

საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა." - წერია განცხადებაში.

დღის ამბები