30 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის ომის კაბინეტი ჯერ კიდევ განიხილავს სამხედრო გეგმებს ირანის წინააღმდეგ პოტენციური პასუხისთვის

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის ომის კაბინეტი ჯერ კიდევ განიხილავს სამხედრო გეგმებს ირანის წინააღმდეგ პოტენციური პასუხისთვის. კაბინეტს გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს, მაგრამ უცნობია მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება.

ისრაელმა პირობა დადო, რომ "დააზუსტებს ფასს" ირანის მიერ ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის თავდასხმა ისრაელზე "ლეგიტიმური" და "პასუხისმგებლობიანი" იყო. სპიკერის თქმით, თეირანი არ ცდილობს დაძაბულობის გაზრდას, მაგრამ მიიღებს "პროპორციულ ზომებს" თავის დასაცავად.

პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაჰზე სახმელეთო შეტევის პირველ ნაბიჯების გადადგმას აპირებდა, თუმცა ირანის თავდასხმის შემდეგ გადადო.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 68 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება მხარეებს შორის მოლაპარაკებებს, ისრაელის ინფორმაციით, "ჰამასმა" იმ მძევლების რაოდენობა, რომელთა გათავისუფლებასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის განმავლობაში იყო, ორჯერ, 40-დან 20-მდე შეამცირა, რაც მოლაპარაკებებში უკან გადადგმული ნაბიჯია.

დღის ამბები