30 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ფრონტზე გასულ 24 საათში 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა "შაჰედის" ტიპის დრონებით რამდენიმე შეტევა განახორციელეს, საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებები დაფიქსირდა ხმელენცკის ოლქში.

საჰაერო თავდაცვამ ყირიმიდან გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოაგდო.

ხარკოვის ოლქში სასწავლო დაწესებულება დაიბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშვებულებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 73 იერიში მოიგერიეს 5 მიმართულებით, სულ ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკომისიამ უკრაინაში 50 მილიარდი ევროს რეფორმების გეგმა დაამტკიცა. ნორვეგია კი, უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს, რაც გრძელვადიან სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გულისხმობს.

ნიდერლანდები, 2024-26 წლებში უკრაინას დამატებით ოთხ ნახევარ მილიარდ ევროს, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოუყოფს.

დღის ამბები