30 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
კანონი ალაგ-ალაგ მაინც წაიკითხონ თუ 6 გვერდის წაკითხვა ეზარებათ და კონკრეტულ მუხლზე ან წინადადებაზე დასვან კითხვა - გურამ მაჭარაშვილი ოპონენტებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს კანონის წაკითხვისკენ და კონკრეტული კითხვების დასმისკენ მოუწოდებს.

მისი განმარტებით, უმრავლესობას აქვს კონკრეტული კითხვა - "ის კანონი, რომელიც სასარგებლოა ევროპაში და ამერიკაში, რატომ არის უსარგებლო საქართველოში".

"ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. კანონი ალაგ-ალაგ მაინც წაიკითხონ თუ 6 გვერდის წაკითხვა ეზარებათ და კონკრეტულ მუხლზე ან წინადადებაზე დასვან კითხვა. გამომდინარე აქედან, ეს ზოგადი მოსაზრებები ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული კითხვა - ის კანონი, რომელიც სასარგებლოა ევროპაში და ამერიკაში, რატომ არის უსარგებლო საქართველოში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები