30 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ ზონას აწყობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ ზონას აწყობს. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ზონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, რომელიც გზისპირა გამწვანების ზოლს შემოუვლის და მას კუნძულის ფორმას მისცემს.

პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია. სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.

"პროექტის ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება ტბის ირგვლივ არსებული სივრცე. დაახლოებით, 4 ჰა-ზეა საუბარი. ასევე, გაწმენდილი იქნება ტბა და ძალიან სასიამოვნო გარემო შეიქმნება, როდესაც პროექტი დამთავრდება. ტბის ირგვლივ მთლიანად იქნება სასეირნო ბილიკი, იქნება სავარჯიშო სივრცეები, დასასვენებელი სივრცეები," - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

დღის ამბები