30 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
პარლამენტთან აქცია დასრულებულია

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენთან მიმდინარეობდა, დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა დატოვეს ტერიტორია, აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილიც წასულია. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი რჩება. ადგილზე არიან სამართალდამცველებიც.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

დღის ამბები