22 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
არანაირი აგენტების სტატუსი არ შემოაქვს - არჩილ თალაკვაძე "გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნულ კანონს აგენტების კანონი არ შემოაქვს.

მისვე თქმით, ამ კანონს ის ორგანიზაციები აპროტესტებენ, რომელიც უცხოურ ქვეყნებს გამჭვირვალობის რეესტრში ჰყავთ შეყვანილნი.

"კანონის სათაური არის "კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ" და მას არანაირი აგენტების სტატუსი არ შემოაქვს. თქვენ რომ ნახოთ ამერიკული და ევროპული კანონმდებლობა, თქვენ რომ ნახოთ ევროდირექტივა, ტერმინები პრაქტიკულად იგივეა, ანუ წინადადებას სხვა ტერმინით ვერ შექმნი უნდა გამოიყენო გამჭვირვალობა უნდა გამოიყენო უცხოური დაფინანსება.

არის გამჭვირვალობის რეესტრი და იმ რეესტრში ისინი არიან დარეგისტრირებულნი, აქ რომ ორგანიზაციები აპროტესტებენ ისინი არიან დარეგისტრირებულნი. ხალხს ეუბნებიან, თითქოს, ამ რეესტრის შემოტანა არის ანტიევროპული საქმე.

კონსტიტუციის 78-ე მუხლში, საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩანაწერი არის და სიამაყით ლაპარაკობენ ამაზე, კი ბატონო, მაგრამ ეს კონსტიტუციაში ჩვენ ჩავწერეთ და ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მაგ ჩანაწერს.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები