22 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს - ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე პოლიციამ ტერიტორიიდან განარიდა, მასთან ერთად არის და თავს კარგად გრძნობს.

ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი მომხდართან დაკავშირებით მოგვიანებით თავად გააკეთებს კომენტარს.

"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენზე თავად ისაუბრებს," - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები