20 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება იყო აქციაზე გვიან ღამით ლევან ხაბეიშვილსა და ვაჟა სირაძეს შორის

ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება იყო აქციაზე გვიან ღამით “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს შორის.

ლევან ხაბეიშვილი ვაჟა სირაძისგან მთავრობის ადმინისტრაციაში შეშვებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა.

“კონსტიტუციას არღვევს შენი პრემიერი და შენი უმრავლესობა. შენ იცავ უკანონობას. ხომ მითხარი შეგიყვანო კობახიძესთან?“ - მიმართა ხაბეიშვილმა ვაჟა სირაძეს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც დემონსტრანტების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ინგოროყვას ქუჩაზე გადაინაცვლა, “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა - ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ.

დღის ამბები