16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია, დაშავებულია 78 ადამიანი - ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ჩერნიგოვზე ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 18-ს მიაღწია, დაშავებულია 78 ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩერნიგოვზე დარტყმები ოკუპანტებმა “ისკანდერის" ტიპის რაკეტებით მიიტანეს. იერიშები იყო დონეცკზეც, დაღუპულია ერთი ადამიანი. დაიბომბა ხარკოვიც. არიან დაშავებულები. იერიშები იყო სუმის ოლქზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ საჰაერო თავდაცვის საჭიროებაზე საუბრობს.

"ევროკავშირის ლიდერებს ვაცნობე მორიგი რუსული ტერორისტული თავდასხმის შესახებ ჩვენს ქალაქ ჩერნიგოვზე. ეს ხდება ყოველდღე. ეს ასახავს ჩვენს ამჟამინდელ საკვანძო საჭიროებას - საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. სამწუხაროდ, უკრაინასა და ნაწილ ევროპაში, არ გვაქვს თავდაცვის ის დონე, რაც რამდენიმე დღის წინ ახლო აღმოსავლეთში ვნახეთ. ჩვენი უკრაინის ცა და მეზობლების ცა იმსახურებს უსაფრთხოების ერთ დონეს. და მე ვაფასებ ყველას, ვინც ჩვენს უსაფრთხოების საჭიროებას ხედავს, რადგან ყველა სიცოცხლე ერთნაირად ღირებულია. ჩვენ ყველამ უნდა ვაჯობოთ პუტინს ჩვენი მონდომებით, რათა ეს ომი საბოლოოდ დაიწყოს სამართლიანი დასასრულისკენ" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები