02 მაისი 2024,   08:55
ვრცლად
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოჯახში ძალადობა იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ მარტო შსს-ს პრობლემა არ არის - თამარ კორძაია

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოჯახში ძალადობა, იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ მარტო შსს პრობლემა არ არის ეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, მოძალადეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, მოსამართლეები მათ ათავისუფლებენ.

კორძაიამ გომელაურს ურჩია, ეს საკითხი განხილული იქნას მთავრობის სხდომაზე.

"ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ოჯახში ძალადობა იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ მარტო შსს პრობლემა არ არის ეს.

მნიშვნელოვანი იყო ახალი სტატისტიკის მოსმენა. მე მინდა გითხრათ, რომ სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან ბევრი საქმე და მოსამართლეები ათავისუფლებენ მოძალადეებს, რომლებსაც შსს-ს გამოძიების შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მიუხედავად სასამართლო ათავისუფლებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები მთავრობის სხდომაზე იყოს დაყენებული, რამდენად თანამშრომლობთ სხვა სამინისტროები, რადგანაც მართლა მესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ შსს-ს საქმე", - განაცხადა კორძაიამ.

დღის ამბები