27 ივლისი 2024,   04:02
ვრცლად
რა მიზნით შეიკრიბნენ კავთისხევში ოპოზიციის წარმომადგენლები - გიორგი ვაშაძის მტკიცებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იყო

ქვეყანაში შექმნილი ვითარება და “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო კავთისხევში ოპოზიციის შეკრების მიზეზი. უფრო კონკრეტულად, რა განიხილეს პოლიტიკოსებმა და მოხდა თუ არა რაიმე შეთანხმება?! - ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს დამატებითი განმარტებები მედიასთან აღარ გაუკეთებიათ.

შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" "სტრატეგია აღმაშენებლის," "ლელოს" ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას "დროას" პოლიტიკური ერთობის წარმომადგენლები, ასევე პარტია "ახალისა" და "რესპუბლიკელების" წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი უცხოელი პარტნიორები.

"ჩვენ ოპოზიციას გვაქვს კოორდინაცია და ერთი მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპის წევრი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრები გავმართოთ, სადაც გვექნება კონსულტაციები საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და ამას ვაკეთებთ. აბსოლუტურად საჯაროდ ვაცხადებთ ამას. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილის პარტიამ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები