04 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში დაიწყო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების და საფრთხის გამო ჩაირთო.

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა ერთი ადამიანი.

დრონებითა და არტილერიით იერიში იყო ნიკოპოლის რეგიონზე დნიპროპეტროვსკის ოლქში, დაშავდა 47 წლის ქალი. შვიდჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 85 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი დახმარება უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მაგრამ ეს შეტევისთვის საკმარისი არ არის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად სენატს გადაუგზავნა.

დღის ამბები