20 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ, ისინი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილი არ არის. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, ქვეითთა გადასაადგილებელ ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი.

აქტივისტები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, განაგრძონ საპროტესტო გამოსვლა. მათ ასევე ჰქონდათ სურვილი, გაემართათ მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში, თუმცა ამისთვის ხალხის გარკვეულ რაოდენობას ელოდებოდნენ.

საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები რჩებიან პარლამენტის წინ. მათი თქმით, პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ პარლამენტი არ შეწყვეტს გამჭვირვალობის შესახებ კანონი განხილვას.

დღის ამბები