06 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდადებული ადამიანი - მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა.

მისივე თქმით, ეს ფაქტი ყველაფერს ამბობს და შეფასების გაკეთება საჭირო არ არის.

"არ უნდა ამ შეწყალებას შეფასება - ამას სჭირდება ფაქტის კიდევ ერთხელ მოყოლა, რომ ზურაბიშვილმა შეიწყალა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში მსჯავრდადებული ადამიანი, ეს არის და ეს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები