06 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
დავალება ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, სალომე ზურაბიშვილს, რომ უნდა შეეწყალებინა ლაზარე - ირაკლი ქადაგიშვილი

"ბუნებრივია, დავალება აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, სალომე ზურაბიშვილს, რომ როგორც სააკაშვილზეა მოთხოვნა, ასე უნდა შეეწყალებინა ლაზარე," - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ის ქმედებები, რისთვისაც ლაზარე გრიგორიადისს 9 წელი მიესაჯა, ევროდეპუტატების წახალისებით ფინანსდებოდა, რომელთაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა სურდათ.

"პრეზიდენტი გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგის მონაწილე. ლაზარეს მსგავსი ქმედებები, პლაკატების დონეზე ვიცით, რომ სწორედ იმ ევროდეპუტატების წახალისებით ფინანსდებოდა, რომელთაც აქ უნდოდათ მოლოტოვის კოქტეილებით რევოლუცია მოეწყოთ. ბუნებრივია, დავალება ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს, სალომე ზურაბიშვილს, რომ როგორც სააკაშვილზეა მოთხოვნა, ასე უნდა შეეწყალებინა ლაზარე. ასეა - ყველა ცდილობს თავისი აგენტი გამოიყვანოს, როდესაც ის ჩავარდება და დანაშაულზე იქნება მხილებული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები