06 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება გაგვეხსნა მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ქართველი ხალხი კი არ მალავს საკუთარ ევროპულ ოცნებას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება გაგვეხსნა მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ქართველი ხალხი კი არ მალავს საკუთარ ევროპულ ოცნებას - ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობის შესახებ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო.

"დღეს ევროპის გაერთიანების სურვილი და ჩვენი კავშირის სრულყოფა იმდენად მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, გავხსნათ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ქართველი ხალხი არ მალავს საკუთარ ევროპულ ოცნებას. პატივცემულო წევრებო, სწორია, რომ ჩვენ სამომავლოდ განვიხილავთ გაფართოებას. დღეს ჩემი მოვალეობაა გავახმოვანო ძალიან მკვეთრი გზავნილი ჩვენი კავშირის მომავლის შესახებ, რადგან ის, რაც უკრაინაში ხდება, სამუდამოდ აყალიბებს ჩვენი კავშირის მომავალს. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ რუსეთი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც. პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ შეცვლის რუკას, არა მხოლოდ უკრაინელი ერის სახეს დაფარავს, არამედ შეცვლის ევროპის ისტორიულ კურსს. შეერთებული შტატების და ევროკავშირის სამხედრო დახმარება არის მოტივაცია თითოეული ჩვენგანისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღის ამბები