06 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ყველას უფლებას, მეორე მხრივ, მომავალ თაობას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან - მამუკა მდინარაძე

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, ქუთაისისა და ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები მოსახლეობას ოზურგეთის დრამატულ თეატრში შეხვდნენ.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილმა გახსნა, რომელმაც ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა. კომისიის წევრებმა მოსახლეობას ინიციატივის შინაარსი გააცნეს. კომისიის წევრებმა დარბაზში მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

"აშკარაა, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ თემაზე არსებობს. არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა კანონი, კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს (პრაქტიკაში, აღსრულებაში ეს ისედაც ასეა, ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს) ადამიანის ნებისმიერ უფლებას, ნებისმიერი განსხვავების, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად, დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს, მაგრამ მეორე მხრივ, დაიცავს ჩვენს მომავალ თაობებს, საზოგადოებას პროპაგანდისგან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და ამის გამორიცხვა არის ეროვნული ინტერესი," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" - ასე ჰქვია კონსტიტუციის 30-ე მუხლის დამატებას, რომელიც 8 პუნქტს მოიცავს. 

დღის ამბები