06 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
ლაზარეს დაჭერა პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისი სრულიად უდანაშაულოა და მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მისივე თქმით, გრიგორიადისი განსხვავებული გარეგნობის გამო გამოარჩიეს და მის წინააღმდეგ ცრუ ისტორიები შეთხზეს.

"ლაზარეს დაჭერა პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება - გამოარჩიეს განსხვავებული გარეგნობის ადამიანი, შეთხზეს ათასგვარი მითები და დააჯერეს ადამიანები, რომ მას უმტკიცდება ის, რომ მან ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და დაწვა მანქანა. სრულიად უდანაშაულო ადამიანი გამოამწყვდიეს ციხეში," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები