06 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემებით კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - საბერძნეთი

საბერძნეთში, ჰაერში "აფრიკული მტვრის" ინტენსივობა დღემდე საკმაოდ შესამჩნევია და ექსპერტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემებით კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.

ექსპერტთა ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა კრეტაზე, კალამატასა და ათენში.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საბერძნეთში "აფრიკული მტვერი" მძვინვარებდა, თუმცა მისი ინტენსივობა უკვე შემცირებულია.

დღის ამბები