06 მაისი 2024,   23:09
ვრცლად
700 დაკავებული და აქციები ამერიკის 16 უნივერსიტეტში - იელის, ჰარვარდის, ვაშინგტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი პარალიზებულია

700 დაკავებული და აქციები ამერიკის 16 უნივერსიტეტში - იელის, ჰარვარდის, ვაშინგტონისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი პარალიზებულია.

ამერიკის უმსხვილესი სასწავლო დაწესებულებები პროტესტის ტალღამ მოიცვა, დემონსტრანტები ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას აპროტესტებენ და ისრაელს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ. კამპუსების შიდა ტერიტორიაზე პოლიცია მას შემდეგ შევიდა, რაც აქციებს, სტუდენტების გარდა, გარე პირებიც შეუერთდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილს კამპუსის შიდა ტერიტორიაზე იარაღი ჰქონდა შეტანილი. პოლიცია დაკავებულებს კერძო ტერიტორიაზე შეჭრაში ადანაშაულებს.

დღის ამბები