ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ.
ზუგდიდში მოქმედმა ორგანიზაციებმა სახელისუფლებო გუნდის დეპუტატებს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მუხლობრივად განხილვა შესთავაზეს, რათა აეხსნათ რა საფრთხეებს ხედავენ ინიციატივაში.
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა თქვეს, რომ მესამე სექტორი სანახაობის შექმნას ცდილობს. სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგ დერეფანშიც გაგრძელდა.