16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
აქცია დაანონსებული გვაქვს 19:00 საათზე, მთავარი წერტილი იქნება "ოცნების" ოფისი - ზვიად ცეცხლაძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

19:00 საათისთვის პარლამენტის შენობის წინ აქცია დაანონსდა. წინასწარ ითქვა, რომ, რელიგიური კვირეულიდან გამომდინარე, მსვლელობები სპეციფიკური იქნება.

"ვითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ რელიგიური დღესასწაულია და მაქსიმალურად შესაფერის, სიმბოლურსა და შესატყვის მსვლელობას ვგეგმავთ. გავივლით "ოცნების" ოფისთან, გვექნება მიმართვა დაკავებულ ხალხთან დაკავშირებით, შემდგომ ჩამომივლით იუსტიციის მხრიდან და ავალთ ქაშვეთის ეკლესიასთან. საბოლოო ადგილი იქნება, რა თქმა უნდა, პარლამენტთან, მაგრამ მთავარი წერტილი იქნება "ოცნების" ოფისი. აქცია გვაქვს დაანონსებული 19:00 საათზე, პარლამენტის წინ. ცოტა ხანი დაველოდებით, ვიდრე ხალხი შეიკრიბება. გვექნება მიმართვები, ძალიან ბევრი პროვოკაციაა დაგეგმილი, დიდი ალბათობით, მით უმეტეს დღევანდელი დღიდან გამომდინარე და ამ ყველაფერს სჭირდება დაორგანიზება და გამართვა. დაახლოებით, იგეგმება, რომ 9 საათისთვის დავიძვრებით", - განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი"-ს დამფუძნებელმა ზვიად ცეცხლაძემ.

დღის ამბები