27 ივლისი 2024,   05:06
ვრცლად
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, უნდილაანი, მღვიმე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, უფურეთ, სელექცია და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს ზაჰესში, მშვიდობის, ენერგეტიკების, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე მუხათგვერდში და ზაჰესის მეფუტკრეობაში.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დღის ამბები