15 ნოემბერი 2024,   09:02
ვრცლად
კიდევ ერთი ვეტოს განხილვა პარლამენტში - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

პარლამენტი მომავალ კვირას ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს განიხილავს. ამჯერად, საუბარია ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამბობს, რომ მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება, როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიუღებელი და დაუშვებელია.

ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს, ოპოზიცია და ამბობს, რომ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან.

დღის ამბები