27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამ დროისთვის, უცნობია ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში, ქალაქ ჯულფასთან ახლოს მოხდა.

მაშველები შემთხვევის ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა ხელს გაუარესებული ამინდი უშლით.

გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადა, ილჰამ ალიევთან ერთად, კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან - ირანში ბრუნდებოდა.

დღის ამბები