27 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხების ნებით - ჩვენს საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია - ალიევი

დღემდე, უადგილო და არასაჭირო ჩარევას რაიმე სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს, რომ რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხების ნებით.

"ჩვენს საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია. თუკი ვინმეს - აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყნების ლიდერებს - უნდათ მიაღწიოს რაიმე შედეგებს ამ რეგიონში, მაშინ დაე, დაგველაპარაკონ. დღემდე, უადგილო და არასაჭირო ჩარევას რაიმე სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“, - განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები