15 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
უმუშევრობის დონე 4%-ით არის შემცირებული - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, ქვეყანას კარგი დინამიკა აქვს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქსტატის მიერ დღეს დასაქმების მონაცემები გამოქვეყნდა.

"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. უმუშევრობის დონე 4%-ით არის შემცირებული და უმუშევრობამ შეადგინა 14%, ნაცვლად შარშან შესაბამისი პერიოდის 18%-ისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით, შესაბამისად - 10,4%-ით და შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10%-ით და შეადგინა დაახლოებით, 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი.

დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით გვაქვს კარგი დინამიკა. მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდასა და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე," - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები