27 ივლისი 2024,   04:03
ვრცლად
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე "შაჰედის" ტიპის დრონებით იერიში მიიტანეს - გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 95 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე "შაჰედის" ტიპის დრონებით იერიში მიიტანეს. აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაიბომბა ხერსონის ოლქი, დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა ღამით ხუთჯერ სცადეს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 95 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე "რამშტაინის" ფორმატში ჩატარებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გაუგზავნის.

გერმანიის ინიციატივას კი, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, ათზე მეტმა პარტნიორმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. მანამდე, გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად ბიუჯეტის გაზრდისთვის, რაც დამატებით სამი მილიარდ 8 მილიონ ევროს გამოყოფას გულისხმობს.

დღის ამბები