27 ივლისი 2024,   04:04
ვრცლად
ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთით სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთით, რაფაჰსა და ჯაბალიაში, სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის ძალების თავდასხმების შედეგად, ანკლავში კიდევ 106 პალესტინელი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საჰაერო იერიშები 80-ამდე სამიზნეზე, მათ შორის, შეიარაღებულ პერსონალზე, იარაღის შესანახ ობიექტებზე, სარაკეტო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება, ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ აღმაშფოთებელია.

ბაიდენის თქმით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ტოლობა არ არსებობს. მან ასევე დაიცვა ისრაელი და უარყო პრო-პალესტინელი მომიტინგეების კრიტიკა, რომ ისრაელის ძალები ღაზაში გენოციდს ატარებს.

კარიმ ხანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუც. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს. მან პროკურატურის ნაბიჯს ახალი ტიპის ანტისემიტიზმი უწოდა.

დღის ამბები