27 ივლისი 2024,   03:51
ვრცლად
პოლონეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა - ძლიერი წვიმა და სეტყვა ქარიშხალს მოჰყვა

პოლონეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ქალაქ გნეზნოში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. სეტყვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა. წყალდიდობის გამო ქალი მანქანაში ჩაიკეტა, მას მაშველების დახმარება დასჭირდა.

წვიმა ქარიშხალს მოჰყვა, რომელმაც ქვეყანას გადაუარა. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შტორმი დღეს სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდება თავს.

დღის ამბები