27 ივლისი 2024,   04:33
ვრცლად
"სუვერენიტეტს სავაჭროდ ვერ გავიხდით" - ბექა ოდიშარია ამერიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ MEGOBARI აქტის კანონპროექტზე

"ქართული ოცნების" კრიტიკული შეფასება მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ მომზადებულ MEGOBARI აქტის კანონპროექტს, რომელიც კონგრესში უკვე წარდგენილია. მმართველი გუნდი ვაშინგტონს შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება, რომ საჭიროა "არა ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები, არამედ ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენა და კონკრეტული ნაბიჯები."

"სავაჭროდ ჩვენ ვერ გავიხდით სუვერენიტეტსა და იმ კანონს, რომელსაც აინიცირებს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის პარლამენტის უმრავლესობა. თუ ისინი მზად არიან ჩვენ მოგვეპყრონ ისე, როგორც ეს ეკადრება ჭეშმარიტ, თანასწორუფლებიან პარტნიორებს, რა თქმა უნდა, საქართველო აბსოლუტურად ღიაა, რომ ითანამშრომლოს ამ მიმართულებით," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

ოპოზიცია კი კანონპროექტს იმ შესაძლებლობად აღიქვამს, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივის შესახებ ცნობილი გამოცემა Politico-სგან გახდა. სტატიაში წერია, რომ პროექტის მიხედვით, შესაძლოა, საქართველომ შტატებისგან სავაჭრო და სამხედრო პაკეტები მიიღოს და ასევე ვიზალიბერალიზაციაზე დაიწყოს საუბარი, თუმცა, ამისთვის პირობების შესრულება და, პირველ რიგში, "ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლა" და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარებაა საჭირო.

დღის ამბები