27 ივლისი 2024,   04:40
ვრცლად
ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივისა და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია - სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით - მაია ბითაძე

ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივისა და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცენტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ წიწკნის თმას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" დეპუტატ მარიამ ლაშხს და სვამს კითხვას, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიულია მსგავსი ფიზიკური ძალადობა.

"ყოველდღე ვფიქრობ, სადამდე მივა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, აქტივისა და ჟურნალისტების ზიზღი და აგრესია. სავარაუდოდ, საკონცეტრაციო ბანაკებსაც შექმნიდნენ სიამოვნებით. სალომე ქურასბედიანს ესხმიან თავს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალი დეპუტატია ამ მოწვევის და არის უმაგრესი და უნიჭიერესი გოგო! რომელიც რამდენიმე წელი ჩემი კომიტეტის აპარატის უფროსი იყო. არც ბრიფინგის ტექსტს უსმენენ! საერთოდ არ აინტერესებს რას ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნაზე! არა, მთავარია აგრესიულები იყვნენ! სამარცხვინოა!

ამ ძალადობაზე რას იტყვით? სამართლიანო ქალბატონებო? ეს კარგია, ხომ? დემოკრატიულია, სავარაუდოდ.

P.S. კადრს მიღმა უარესები იკადრეს..“, - წერს მაია ბითაძე.

დღის ამბები