23 ივნისი 2024,   05:38
ვრცლად
"საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი ვეღარ იქნება უაღრესად მომგებიანი საქმიანობა" - სერბეთში ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს ეხება

სერბეთში, პარტია "სოციალისტთა მოძრაობა" გეგმავს, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

"მე ნამდვილად მჯერა, რომ სერბეთის რესპუბლიკისთვის საფრთხეა, თუკი არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან და აქ მუშაობენ პროპაგანდაზე, რათა წარმოაჩინონ კოსოვო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და პროპაგანდა გაუწიონ სრებრენიცაში გენოციდსა და სერბთა რესპუბლიკის განადგურებას", - აცხადებს "სოციალისტთა მოძრაობის" საპარლამენტო მდივანი.

პარტია სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში 2 ხმითაა წარმოდგენილი. "სოციალისტთა მოძრაობაში" ამბობენ, რომ, კანონის მიღების შემთხვევაში, "საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი ვეღარ იქნება უაღრესად მომგებიანი საქმიანობა".

 

დღის ამბები