16 ივნისი 2024,   02:40
ვრცლად
27 დღე ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს

27 დღე ისტორიულ მატჩამდე - მას შემდეგ რაც ნიკა კვეკვესკირმა საბერძნეთთან გამარჯვების მომტანი პენალტი გაიტანა, მთელი ქვეყანა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მოახლოებული ტურნირისთვის ვილი სანიოლმა 26 კაციანი განაცხადი დაასახელა, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებენ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 28 მაისს დაიწყებს. საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში გაიმართება.

ეროვნული ნაკრები საწვრთნელ პროცესს სრული შემადგენლობით 2 ივნისიდან დაიწყებს. მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში გუნდი ერთ სპარინგ-მატჩს ჩაატარებს. ტურნირის დაწყებამდე საქართველოს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივნისს გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ექსპერტების აზრით, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი მცირეა, გულშემატკივრები პლეიოფში მოხვედრის შესაძლებლობას რეალურად აფასებენ. მთავარი ფავორიტი პორტუგალიაა, რომელსაც ჩვენი გუნდი რიგით მესამე მატჩში დაუპირისპირდება.  

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ერთადერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრები ჰყავს. გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი - ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, გელზენკერხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

ავტორი:ლაშა ბერძენიშვილი

 

დღის ამბები