16 ივნისი 2024,   09:18
ვრცლად
ბატონი ირაკლი არის პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი და მან თავად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე - რატი იონათამიშვილი

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ თემაში პოლიტიკური სპეკულაციების ძებნა ამორალური საქციელია.

"ბატონი ირაკლი არის პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანი და მან თავად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე, რაც არის დაკავშირებული ჯანმრთელობის გაუარესებასთან და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვუსურვოთ მას ჯანმრთელად ყოფნა. თუკი ვინმე ბედავს ამის გამო რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები ეძებოს, ამაზე ამორალური საქციელი არაფერი აღარ შეიძლება იყოს ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, ეს მათ მორალურ სინდისზე იყოს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბატონი ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სათანადო და მან გააგრძელოს საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

 

დღის ამბები