16 ივნისი 2024,   11:53
ვრცლად
სახელმწიფო მდივნის განცხადება კიდევ ერთი საჯარო დასტურია აშშ-ის მხრიდან, რომ რჩებიან ქართველი ხალხის და საქართველოში დემოკრატიის მეგობრად და პარტნიორად - ანა ნაცვლიშვილი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ მოსალოდნელია, შტატები საპასუხოდ მოქმედებაზე გადავიდეს, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა თბილისში - ოპოზიცია მმართველ გუნდს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მოწოდების გათვალისწინებას ურჩევს.

"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება არის კიდევ ერთი საჯარო დასტური შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ისინი რჩებიან ქართველი ხალხის და საქართველოში დემოკრატიის მეგობრად და პარტნიორად. რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელიც ებრძვის საქართველოში დემოკრატიას, უპირისპირდება თავისუფალი მოქალაქეების ნებას და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, მას უნდა ჰქონდეს სრულიად რეიტინგული მოლოდინი იმისა, რომ მოუწევთ პერსონალურ სანქციებს გაუსწორონ თვალი," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

 

დღის ამბები