16 ივნისი 2024,   16:22
ვრცლად
გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - რა შედეგი აქვთ ქართველ სპორტსმენებს დასკვნით დღეს

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ტატამზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გამოვიდა. მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა შამილ ბაშაევს სძლია. ნახევარფინალში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა, თუმცა ფინალური შეხვედრა სამხრეთკორეელ კიმთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

კიდევ ერთმა ქართველმა მძიმეწონოსანმა, საბა ინანეიშვილმა, ჩეხ კრპალეკთან დაპირისპირებისას მიღებული ტრავმის გამო, ტურნირი ნაადრევად დაასრულა.

ქალთა შორის ასაპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა სოფო სომხიშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

24 მაისს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

დღის ამბები